ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს კითხვები დაუსვას? - "ოცნების" დეპუტატი
კინზინგერმა რა იცის, საქართველომ რუსეთთან რამდენჯერ იომა? როდის დაუსვამს ასეთი შეკითხვა, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას? - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
საუბარია კინზინგერის განცხადებაზე, სადაც მან უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების გამო "ოცნება" გააკრიტიკა.
კითხვაზე რატომ არ დაიბარეს რუსეთის ინტერესთა სექციის დიპლომატები, ქადაგიშვილი ამბობს, რომ შვეიცარიის საელჩოში მომუშავე რუსი დიპლომატები არ წარმოადგენენ იმ სტატუსს, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ან დიპლომატიური დემარში.
„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - დაწერა კინზინგერმა სოციალურ ქსელში.