იქნებ ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს - გურამ მაჭარაშვილი
ადამ კინზინგერმა ისიც კი არ იცის, რომ საქართველოში რუსეთის ელჩი არის თუ არა - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი კონგრესმენის განცხადებას.
მაჭარასვილის განცხადებით, კინზინგერს "წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას":
„იქნებ ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს. არანაირად არ მიკვირს, რომ კინზინგერმა არ იცოდეს, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ეს იმიტომ არ მიკვირს, რომ მას წერილებს უწერენ და ეუბნებიან, ეს უნდა თქვას" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას Twitter-ზე ეხმაურება და "ოცნებას" ეკითხება ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი სამინისტროში.