კინზინგერი გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პრობლემები - კობახიძე

26.01.23 17:19
კინზინგერი გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პრობლემები - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, კინზინგერი გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები.

ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად, აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა. კინზინგერი ვიდრე იყო კონგრესმენი და ვიდრე გარიცხავდნენ საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან დაქვემდებარებული ჯგუფის ხელმძღვანელი. ის წესით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის, იმას თუ რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის და ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. არ ვიცი საზოგადოებამ განსაჯოს რა დგას ამ ყველაფრის უკან.

კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის, გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს. ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - დაწერა  ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“.

მსგავსი სიახლეები