"ვივა მედი" სააკაშვილთან კონტაქტში მყოფ პირებს PCR ტესტს სთხოვს
"ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პირების პსრ ტესტის ჩატარებას ითხოვს.
ამის შესახებ კლინიკა ოფიციალურ წერილს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს უგზავნის.
დოკუმენტი "პირველებს" ადვოკატმა მიაწოდა.
როგორც თქვენთვის ცნობილია, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ სააკაშვილს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. კლინიკა მოგმართავთ თხოვნით, პაციენტთან, როგორც კონტაქტში მყოფი პირების მიერ მოხდეს პსრ კვლევაზე ტესტირება. აღნიშნული კვლევა შეგიძიათ ჩაიტაროთ, როგორც ადგილზე ჩვენს კლინიკაში, ისე წსვა ნებსიმიერ ლაბორატორიაში, ჩვენთვის მტავარია, სასწრაფოდ წარმოადგინოთ პასუხი. როგორც კლინიკისთვის ცნობილი არის, მასთან ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა შემდეგ პირებს: შალვა ხაჭაპურიძე, ვალერიან გელბახიანს, ილია ლომაიას, ვახტანგ აბრამიშვილი, გიული ალასანია". - წერს წერილში "ვივა მედი"