აბსურდის თეატრია - ,,ლელოს" ლიდერები სააპელაციოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე
საქალაქო სასამართლოს შემდეგ ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს ანალოგიური ვერდიქტი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავეებად სცნო ჯგუფური თაღლითობის მუხლით და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
აბსურდის თეატრია - ამბობენ ,,ლელოს" ლიდერები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილმა მათ წინააღმდეგ ანგარიშსწორება ანაკლიის პორტის პროექტის გამო, ავთანდილ წერეთლის შემთხვევაში კი დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მიზნით დაგეგმა.
სააპელაციოს გადაწყვეტილებას ადვოკატები უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.