კლინიკის მთელი ვერტიკალი ტყუის, ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან - გიული ალასანია
მთელი ვერტიკალი ტყუის, ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან - გიული ალასანია დუმილს არღვევს. პირველად 9 თვის განმავლობაში პატიმარი პრეზიდენტის დედა ღიად საუბრობს, რა ხდება კლინიკა ,,ვივა მედში"
გიული ალასანიას ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 4 დღეში მიხეილ სააკაშვილმა 5 კილოგრამი დაიკლო და ახლა 68 კილოს იწონის - ეს კახექსიის შეუქცევადი პროცესია.
ვითარების დამძიმება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, ამიტომ პრეზიდენტი 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ექთანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მის პალატაში. - ამბობს გიული ალასანია
,,ვივა მედის" კლინიკური დირექტორი კი ისევ იმეორებს, რომ საგანგაშო არაფერია და სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.
კლინიკაში არც გონების კარგვის ეპოზოდებს ადასტურებენ და არც რეანიმაციული ღონისძიებების ჩართვის აუცილებლობას ხედავენ.
ამ დრომდე ვერ დაადგინეს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პატიმარი პრეზიდენტის ინფიცირების წყარო და ახლა ხელს ადვოკატებისკენ იშვერენ.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.