კინზინგერი პიროვნული პრობლემების გადმოტანას საქართველოზე ცდილობს - ირაკლი კობახიძე

26.01.23 20:00
კინზინგერი პიროვნული პრობლემების გადმოტანას საქართველოზე ცდილობს - ირაკლი კობახიძე

სტრასბურგიდან დაბრუნებული ირაკლი კობახიძე თავს ისევ პარტნიორებს ესხმის. ,,ქართული ოცნების"  თავმჯდომარის სამიზნე ამჯერად ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, გახდა.

კობახიძის თქმით, ყოფილი კონგრესმენი პიროვნული პრობლემების გადამოტანას საქართველოზე ცდილობს. ეს კომენტარი კობახიძემ მას შემდეგ გააკეტა, რაც მისმა გუნდმა დასავლეთისგან კიდევ ერთი მწვავე კრიტიკა მიიღო.  

შტატებში კარგად ხედავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ,,ოცნება" სისტემატიურად ესხმის თავს უკრაინას და თავს იკავებს, დაგმოს რუსეთის ქმედებები, ამიტომ ყოფილი კონგრესმენი იძულებული გახდა, ივანიშვილის გუნდისთვის შეეხსენებინა, რომ ომს უკრაინაში რუსეთი აგებს.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები