2 საათი გადამწყვეტ პროცესამდე - დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე ბრიტანელი ფსიქიატრის კორნელიუს კატონის დაკითხვაა დაგეგმილი. ასევე იგეგმება კიდევ რამდენიმე ექსპერტის დაკითხვაც.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.