რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით - ზელენსკი

27.01.23 10:28
რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში თქვა, რომ რუსეთის ახალი მასიური სარაკეტო თავდასხმები ადასტურებს, რომ კიევს ადეკვატური იარაღი სჭირდება, რადგან, მისი თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოს მხოლოდ ეს გაანეიტრალებს.

„ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას გავუძელით. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი დიპლომატიური მარათონის დაწყებიდან. ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გუშინ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები