მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს EU-ს რეკომენდაციები - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლების ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის მორიგ რეზოლუციაში საუბრობს, რომელიც ახლახანს მიიღო.
ასამბლეა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა მხარეს მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა რეფორმების გატარებაში.
ამ მხრივ, იგი კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს საფუძვლიანი, სასამართლო სისტემის რეფორმების დამოუკიდებელი შეფასება მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, ქვეყანაში ჭეშმარიტი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.
იგი ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედია გარემოში დაძაბულობის შესამცირებლად, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ასამბლეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
ასამბლეა, მოუწოდებს ხელისუფლებას უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის, - აღნიშნულია ტექსტში.