არჩევნები ენმ-ში - რა მოლოდინები აქვთ მხარეებს

27.01.23 11:27
არჩევნები ენმ-ში - რა მოლოდინები აქვთ მხარეებს

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში სპეციალური კომისია იკრიბება. დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის წევრები საორგანიზაციო თემებს განიხილავენ. პარტიამ არჩევნებში დარეგისტრირებული ამომრჩევლების გაფილტრვა უნდა დაასრულოს, რათა ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცეთ პირებს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არ არიან.

გარდა ამისა, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს და მათ თანამოაზრეებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ნიკა მელიას ფლანგი მეორე ტურს არ გამორიცხავს. 

საბოლოო ჯამში, სია იქნება უკვე დამტკიცებული. მე მჯერა, რომ პირველ ტურშივე დავამტავრებთ ამ ყველაფერს და ჩვენ შევძლებთ გადაწყობას, როგორც კი დამთავრდება არჩევნები ჩვენ შევძლებთ უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ პარტია ძლიერად შეხვდეს მთავარ გამოწვევებს, მაგრამ არდაშვეაბ მეორე ტურის, რა თქმა უნდა, ასე გამორიცხვით არაფრის არ შეიძლება. სამწუხაროდ, ვერ ავცდით ვერც ბინძურ ხრიკებს, ვერც ბინძურ რიტორიკას. ამით ჩვენ ყველამ შეცდომა დავუშვით და შეურაცხყოფა მივაყენეთ, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს, - თქვა ბაჩო დოლიძემ. 

სხვაგვარაი განწყობა აქვთ ხაბეიშვილის მომხრეებს.

შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ ვაცხადებთ, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს ლევან ხაბეიშვილი დიდი უოირატესობით. გახდა ნიკა მელია, ფაქტობრივად, ტვირთი თავისი მხარდამწერებისთვის და სწორედ ამიტომაც ჩაინიშნა არჩევნები, და ის, რომ გვესაუბრა მომავალზე, გვესაუბრა გეგმებე, კონკრეტულ მოქმედებაზე თუ რას ვაპირებთ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტებისგან მივიღეთ ტალახის სროლა, შესაბამისად, ვეღარ შევძელით კონკრეტულ გეგმებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, პარტიის მოქმედ მენეჯმენტს აქვს, - ამბოლბს ლაშა ფარულავა. 

 

 

მსგავსი სიახლეები