გოგაშვილის პროცესი რამდენიმე წუთში დასრულდა - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დისტანციურად არ ჩართეს

27.01.23 12:08
გოგაშვილის პროცესი რამდენიმე წუთში დასრულდა - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დისტანციურად არ ჩართეს

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა.

სუს-ის ექსშეფი საკუთარ პროცესზე დისტანციურად არ ჩართეს, რადგან საქმეს გრიფი ადევს. ფიზიკურად კი სასამართლოში ვიცე პოლკოვნიკი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. 

პროცესი 2 თებერვლამდე გადაიდო, თუმცა 16 აპრილს გოგაშვილის 9 თვიანი პატიმრობა სრულდება.

 გადადებული პროცესის პარალელურად კი დასაკითხია ბრალდებისა და დაცვის მხარის 50- 50 მოწმე, რაც დიდი ალბათობით დროში ვერ მოესწრება. 

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გადაყვანილი ჰყავდათ რესპუბლიკურ კლინიკაში და კონკრეტული გამოკვლევები ესაჭიროებოდა. თანახმა იყო ონლაინ მიეღო სასამართლო პროცესში მონაწილეობა, მაგრამ რადგან აღნიშნული სხდომა არის დახურული და საიდუმლო საქმეა, მისი ონლაინ ჩართვაც ვერ მოხერხდა პენიტენციური დაწესებულებიდან და ამის გამო გადაიდო სასამართლო სხდომა, - თქვა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. 

დღევანდელ სხდომაზე ის სამართალდამცველები უნდა დაკითხულიყვენენ, რომლებმაც, სუსის ყოფილი ბოსის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნივთმტკიცებები ამოიღეს.

მსგავსი სიახლეები