წესიერად მოიქეცი, სუს-ის მესიჯები არაა საჭირო - დაპირისპირება ჭიჭინაძესა და სამუშიას შორის (ვიდეო)

04.05.21 22:00
წესიერად მოიქეცი, სუს-ის მესიჯები არაა საჭირო - დაპირისპირება ჭიჭინაძესა და სამუშიას შორის (ვიდეო)

ტვ პირველზე, გადაცემა "რეაქციაში" "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და "ლელოს" წევრი, ლევან სამუშია, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კამათი პოლიტიკოსებს შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დაიწყო.

ლევან სამუშიას კითხვას, ჰქონდა თუ არა ჭიჭინაძეს დენიელსონის ხელშეკრულება წაკითხული, მისი გაღიზიანება მოჰყვა.

"მე კაცობაზე გელაპარაკები" - მიმართა ჭიჭინაძემ სამუშიას.

"კაცობას მასწავლი მე?პირადი მოტივებით იყენებ და ვაჭრობ, სუსის მესიჯები არაა საჭირო" - უპასუხა სამუშიამ.

სამუშიამ ასევე თქვა, რომ მელიას პატიმრობის თემას ზოგიერთი პოლიტიკოსი პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები