რატი ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა და გადაწყვეტილება თავად მიიღო - ხაჭაპურიძე
რატი ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა და გადაწყვეტილება თავად მიიღო, - ასე შეაფასა სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც გუშინ თქვა, რომ სააკაშვილის სამედიცინი ექსპერტიზის დასკვნა არაკვალიფიციურია.
გახსოვთ თქვენ, ბატონი რატო ბრეგაძის განცხადება. იმპერატიულ სტილში განაცხადა, რომ ეს დასკვნა არის არაკვალიფიცურიო. ანუ მოსამართლის მაგივრად მიიღო ბატონმა რატიმ გუშინ გადაწყვეტილება. მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას ხელიდან მახვილი გამოართვა, პინა ურნაში გადააგდო, თვითონ შემოიცვა ბატონმა რატიმ ტანზე ეს მანტია და მოგვევლინა გუშინ მოსამართლის რანგში, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოშ მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.