საქართველოს კანონმდებლობით პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში - ბრიტანელი ექსპერტი
საქართველოს კანონმდებლობით პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში - ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.
კორნელიუს კატონამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ დემენცია და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა იქნეს ნამკურნალები.
ექსპერტმა ჩვენების მიცემისას ასევე აღნიშნა, რომ ექიმ ლახანს და გოლდსმიტს ეთანხმება, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.
ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმი გოდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში. მე ვეთანხმები დოქტორ ლახანს და დოქტორ გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს”, - განაცხადა ფსიქიატრმა
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ამ წუთებში, სასამართლოში გიორგი არევაძეს ჩვენებას ექსპერტი კორნელიუს კატონა აძლევს.
ბრიტანელი ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის პალატაში პირადად იმყოფებოდა, ამბობს რომ დაპატიმრებულ ყოფილ მთავარსარდალს დემენცია აქვს.