გამარჯვების წინასწარ ზეიმი აბსურდულია - გიორგი მუმლაძე ენმ-ს არჩევნებზე
ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატს, გიორგი მუმლაძეს მიაჩნია, რომ პარტიაში საარჩევნო კამპანია სათანადოდ ვერ ჩატარდა. მისი თქმით, საჭირო იყო, კანდიდატებს სამომავლო გეგმებზე მეტი ესაუბრათ.
ამასთან, მუმლაძე ამბობს, რომ წინდაწინ გამარჯვების ზეიმი უადგილოა.
საარჩევნო კამპანია, სამწუხაროდ, ვერ ჩატარდა ისე, როგორც შეეფერება ამ პარტიას. კერძოდ, მაგალითად, არ ყოფილა დებატები კანდიდატებს შორის. მე ვისურვებდი, რომ კანდიდატებს მეტი ესაუბრათ იმ გეგმებზე, რასაც აპირებენ რომ გააკეთონ და არა იმაზე, რომ ვინმე არის ცუდი ან კარგი. ეს არის სამწუხარო. წინასწარ ზეიმები და ა.შ., ეს არის აბსურდი. საქართელოშ ყოველთვის საბოლოოდ არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს ის განწყობა, რა განწყობაც შექმნეს თითონ კანდიდატებმა, - თქვა მუმლაძემ.