ევროკავშირის რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა - პაატა მანჯგალაძე

27.01.23 13:49
ევროკავშირის რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა - პაატა მანჯგალაძე

რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას?

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებით ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.  

ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა. 

ასევე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან დაკავშირებული საკითხი, 5 ივლისის ამბები, როცა ჟურნალისტებზე ნადირობდნენ ძალადობრივი ჯგუფები და მათ ხელს უწყობდა სახელმწიფო.

ასევე, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის წინ მიზანმიმართულად დააკავეს ნიკა გვარამია, რათა ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი ყოფილიყო ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არმოსაცემად. - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

დილიდან ,,ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია გადასული. ევროსაბჭოდან წამოსული კრიტიკული  რეზოლუციის შემდეგ, რომლითაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართელოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულება შეახსენეს,  სახელისუფლებო პარტიაში ისევ ამტკიცებენ, რომ ევროპელი დიპლომატები ცდებიან.

ყველაფრის მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიაში მაინც ამბობენ, რომ სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არასდროს, რაც შეეხება პოლარიზაციას - ,,ოცნების" შეფასებით, დაძაბულობას  ოპოზიცა ქმნის და არა ისინი.

მსგავსი სიახლეები