სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმედი ნუ ექნებათ, რომ რაღაც სიას შეადგენენ - მეუფე იაკობი ე.წ. სააკაშვილის სიაზე

27.01.23 13:54
სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმედი ნუ ექნებათ, რომ რაღაც სიას შეადგენენ - მეუფე იაკობი ე.წ. სააკაშვილის სიაზე

სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმედი ნუ ექნებათ, რომ რაღაც სიას შეადგენენ, - ასე ეხმიანება მეუფე იაკობი ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენას. საუბარია მაგნიცკის სიის ანალოგზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იქმნება. 

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ჭკუის სწავლების უფლება არავის აქვს, რადგან საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. 

ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, რამე გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს. დანარჩენი, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავის დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ. მითუმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს ჩვენ რა გავაკეთოთ? მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს, არ დავჭამოთ ერთმანეთი. იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაცა რაღაც სიას შეადგენს, საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუ შეცდომები გვაქვს, დავჯდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის არ ვესხმით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, - აღნიშნა სასულიერო პირმა. 

მსგავსი სიახლეები