ნიკა მელიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან ის ღირსეული კანდიდატია - სოფო ჯაფარიძე
ნიკა მელიას თანამოაზრეს, სოფო ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ენმ-ს თავჯდომარეობის არჩევნებში მეორე ტურის საჭიროება არ იქნება. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ მოქმედი თავჯდომარე გაიმარჯვებს, რადგან ნიკა მელია ღირსეული კანდიდატია.
დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური საჭირო არ გახდება, ვისმენ ხალხის პოზიცისას. მოვისმინე ძალიან ბევრი ემიგრანტის პოზიცია, რომლებიც უპირობო მხარდაჭერას გამოხატავენ ნიკა მელიას მიმართ, რადგან ისინი არიან მომხრეები, რომ გაიმარჯვოს ღირსეულმა კანდიდატმა და გაიმარჯვოს სიმართლემ. მთელი კამპანიის ფარგლებში ვხედავდით რა ხდებოდა და რამდენი მიუღებელი ფაქტორი იყო მოწინააღმდეგე მხარის კამპანიაში, - თქვა ჯაფარიძემ.