სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ მჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს - პაპუაშვილი

27.01.23 14:50
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ მჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის რიტორიკას აგრძელებს და რატი ბრეგაძის მსგავსად ისიც ამბობს, რომ "ემპათიის" დასკვნებს არ ენდობა. 

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში. სხვა დროსაც მითქვამს, გავიხსენოთ ყველამ შაქარაშვილის საქმე, ბაჩალეიშვილის საქმე და გავიხსენოთ, რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი. ეს იყო პირდაპირი სიყალბე. ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ არ მაქვს და არც არასდროს მქონია", - ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. 

მსგავსი სიახლეები