კასიანოვი არაადეკვატურია ან სტრესის ქვეშ იმყოფება - ვოლსკი

27.01.23 14:48
კასიანოვი არაადეკვატურია ან სტრესის ქვეშ იმყოფება - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოში  უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს არაადექვაკურს უწოდებს და ამბობს, რომ ანდრეი კასინოვი სტრესის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ მან სამთავრობო მედიასთან ისაუბრა.

ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერმა კასიანოვის განცხადება საქათველოდან უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით ცეცხლზე ნავთის დასხმად შეაფასა. 

ასეთი რამ რომ სტუმარმა, თუმცა ამ შემთხვევაში ტრადიციულ სტუმარ-მასპინძლობაზე არ ვსაუბრობ, სტუმარმა დიპლომატმა ასეთი განცხადება გააკეთოს – ქვეყნების ურთიერთობის საწინააღმდეგო, მაშინ როდესაც ამას ჰქვია ცეცხლზე ნავთის დასხმა… იცით რა, მოკლედ, რომ ვთქვათ და ცოტა ირონიულადაც – რა ქნას კასიანოვმა? გამორიცხულია რომ  ეს მისი პირადი ის იყოს … თუმცა კასიანოვს, როგორც პიროვნებას, როგორც ვუყურებ, ის რამდენიმე მიღებაზე შემხვდა და ისეთი სიხარული გამოხატა ამ დანახვით, „სელფის “ გადაღების მცდელობით, რომ ისიც არაადეკვატურია, ან სტრესის ქვეშ იმყოფება შექმნილი ვითარების გამო – დიპლომატი, დიპლომატიური მისია, უშველებელი საელჩო , - თქვა ვოლსკმა. 

მსგავსი სიახლეები