არ გამოვრიცხავ არჩევნების მეორე ტურს - ნონა მამულაშვილი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი, არჩევნების მეორე ტურის მაღალ ალბათობას დასაშვებად მიიჩნევს.
ნონა მამულაშვილს სამწუხაროდ მიაჩნია ფაქტი, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს კონკურენტები უღირსად იქცეოდნენ.
არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. იმ მონაცემებით, რაც სოციალურ მედიაში ტრიალებს, ამ მონაცემებით მე შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი მაქვს.
დღეს არის სამწუხაროდ, არჩევანი სტაგნაციასა და არაფორმალურ მმართველობას შორის. გაიმარჯვებს პროგრესი, რომელიც დაასრულებს პოლარიზაციას, რომელიც გააძლიერებს და შეკრავს პარტიას, რათა აღსრულდეს ჩვენი ძირითადი მიზანი-,,ოცნების" დამარცხება და სააკაშვილის გათავისუფლება.
ვწუხვარ, რომ საარჩევნი პროცესმა ასეთი მახინჯი სახე მიიღო. მიუხედავად ჩემი მოწოდებისა კონკურენტებსი მიმართ, შეგვენარჩუნებინა ღირსება და არ გადაგველახა წითელი ხაზები, მაინც მოხდა ისე, როგორც მოხდა და ეს ძალიან სამწუხაროა - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.