დარწმუნებული ვარ, ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს - ცისკარიშვილი

27.01.23 15:39
დარწმუნებული ვარ, ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს - ცისკარიშვილი

,,ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცუისკარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე მეორე ტური საჭირო არ გახდება და ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ამის შესახებ ცისკარშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ტური საჭირო არ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლევანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში. 50%-ზე მეტს თუ იღებს მეორე ტური საჭირო აღარ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი 60%-ზე მეტსაც აიღებს იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ჩვენი მხარდამჭერებისგან". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

ანალოგიური განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ ხაბეიშვილის მხარდამჭერმა და "ანტიკორუფციული მოძრაოაბის" წევრმა. ლაშა ფარულვამ შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა, რომ პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს.

ფარულავამ კონკრეტული ციფრებიც კი დაასახელა და თქვა, რომ ხაბეიშვილს 30 000 მხარდამჭერი ჰყავს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემა ხვალ, 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე დასრულდება. ხმის მიცემა ელექტრონულად ხდება და როგორც პარტიაში ამბობენ, რომ ხმის მიცემა ფარულია.

მსგავსი სიახლეები