ენმ-მ გახარიას პარტიასთან ალიანსი თავადანვე დაადასტურა - შალვა პაპუაშვილი

27.01.23 15:45
ენმ-მ გახარიას პარტიასთან ალიანსი თავადანვე დაადასტურა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ენმ-ში შიდაც პარტიული რღვევის პროცესი მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პაპაუაშვილის განმარტებით, ,,ნაცმოძრაობამ" გიორგი გახარიასთან ალიანსი თავადვე დაადასტურა.

რაც ამ პროცესმა მოგვცა, არის ის, რომ იმ შიდა პარტიული რღვევის გარდა იმ ყველაფერს, რაზეც ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, ამას თავადვე ადასტურებენ. მათ შორის ის ბოლო საკითხი ეხება ალიანსს გახარიას პარტიასა და ,,ნაცმოძრაობას" შორის, რაც ენმ-მ თავად დაადასტურა.

ხვდებიან, რომ ამ საკითხის სააშკარაოზე გამოტანა მათ აზიანებს, რადგან ასეთი ალიანსი ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა მიზეზები და მოტივაცია დგას ამ პარტიის უკან. მოტივაცია კი არის იმ ფლანგის გაძლიერება, რომელზეც დგას ენმ.

ჩვენ გვქონდა საუბარი, საიდან ფინანსდებოდა ,,ნაციონალური მოძრაობა". ეს ახლა დასტურდება. იყო კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსება.

პრობლემა ენმ-სი არ არის პარტიის ხელმძღვანელში. მისი პრობლემაა ის ფუნდამენტი, რაზეც დგას. ეს ფუნდამენტია ძალადობა, ეროვნული ინტერესების უარყოფა, ტოტალური რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა -  განაცხადა პაპუაშვილმა.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები ხვალიდან იწყება. ხმის მიცემის პროცესი ბლოკჯ ჩეინის სისტემით წარიმართება.

არჩევნებისთვის 50 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

 

მსგავსი სიახლეები