რას ბჟუტურობთ, ევროპარლამენტმა წამებად შეაფასა და გამოდიხართ, სად იყო ცემაო - ხაჭაპურიძე პენიტენციურს

27.01.23 16:05
რას ბჟუტურობთ, ევროპარლამენტმა წამებად შეაფასა და გამოდიხართ, სად იყო ცემაო - ხაჭაპურიძე პენიტენციურს

ხმაური იყო დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. სხდომის მიმდინარეობისას პენიტენციურმა ბრიტანელ ექსპერტს ჰკითხა, მასალებში, რომელსაც კატონა გაეცნო, საუბარი იყო თუ არა ცემაზე.

მას სცემდენენ 7-8 წუთისის განმავლობაში, დედა ყვება სხვანაირად, რომ მას ახრჩობდნენ, ცემა ნახსენები არ არის. რომლით ვიხელმძღვანელოთ ამ შემთხვევაში?   რომელს დავუჯეროთ, მსჯავრდებულს თუ დედას?  - იკითხა პენიცენციურის წარმომადგენელმა.

სწორედ დარბაზში მოწმის მისამართით დასმულ კითხვას მოჰყვა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის გაღიზიაანება.

რას ბჟუტურობთ საერთოდ რა... ეს გიწერიათ აგერ და იგივეს ეკითხებით თავიდან. თან ცინიზმის როგორი ფორმა გაქვთ, სად იყო ტანჯვაო. მთელი მსოფლიო უყურებს ამ ამბავს, ევროპარლამენტმა ამას შეფასება მისცა, როგორც წამება და გამოდიხართ, სად იყო ცემაო", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

ექსპერტმა კორნელიუს კატონამ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ  პოსტტრავმული აშლილობა ორივეს შეეძლო გამოეწვია.

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს დახრჩობა იყო თუ ცემა, პოსტტრავმული აშლილობა ორივეს შეეძლო გამოეწვია?, - თქვა ექსპერტმა.

მსგავსი სიახლეები