ვერ დავიწყებთ ახლა 60 პროცენტებზე საუბარს, აღნიშნული კომიქსები უკვე მინახავს - მელიას ფლანგი ხაბეიშვილის ბრიფინგზე
ნიკა მელიას ფლანგის წევრი ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ 60 და 70 პროცენტებზე საუბარს ვერ დაიწყებს, თუმცა, ნიკა მელიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.
დოლიძის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ წინა პლანზე. რადგან ისინი არა თუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან.
ასეთ ადამიანებში, დოლიძე პირველ რიგში ვანო მერაბიშვილს ასახელებს.
გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებთ ახლა საუბარს 60 პროცენტებზე და 70 პროცენტებზე. ცოტა ირონიულია ეს ყველაფერი. მანიპულირება, რომ წინასწარ შედეგებზე დაყრდნოით თურმე შეიძლება რაღაცის პროგნოზირება, არის აბსურდი. აღნიშნული კომიქსები უკვე მინახავს. პარტიიდან არავინ არავის გაგდებას არ აპირებს. საიდან წარმოშვა ეს აზრი უბრალოდ წარმოუდგენელია. ყველას აქვს თავისი ბიოგრაფია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ წინა პლანზე. რადგან არიან ადამიანები, რომლებიც არა თუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. პირველ რიგში ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კულისების უკან მართავენ პროცესებს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამის ბატონი ვანო მერაბშვილი. გუნდშ ვრჩები და დავრჩები. თუმცა აქვე გეუბნებით, რომ ედარწმუნებული ვარ ნიკა მელიას გამარჯვებაში, პირველივე ტურში", - ამბობს ბაჩო დოლიძე.
ცოტა ხნის წინ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მისმა მომხრემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ხაბეიშვილი პირველივე ტურში 60 %-იანი გამარჯვებით მოიგებს.