მელიას გახარიასთან კოალიციაში ადანაშაულებენ - ენმ-ს თავმჯდომარის ფლანგი ბრალდებებს პასუხობს
ენმ-ს წევრი, გიორგი მუმლაძე, ამბობს, რომ პარტია განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ კოალიცია გააკეთა გიორგი გახარიას პარტიასთან.
საუბარია თანამშრომლობაზე ორ პარტიას შორის საკრებულოებში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
2022 წელს, ადგილობრივ დონეზე, რამდენიმე ქალაქში კოალიციით შევიდან ნიკა მელიას გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობა" გახარიას პარტიასთან. ეს ახლა მემგონი არავისთვის არის უცხო. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. 20 ივნისის მომწყობ ადამიანთან არ შეიძლება მსგავსი პოლიტიკური აქტის განხორციელება. იმის ნაცვლად რომ გახარიას დაერქვას თავისი სახელი, რომ ის არის ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი რუსი გიორგი გახარაია, ამის ნაცვლად მასტან პოლიტიკური ალიანსი იყო კატასტროფა", - ამბობს გიორგი მუმლაძე.
ბრალდებას უპასუხა ნიკა მელიას მხარდამჭერმა. ბაჩო დილიძე ამბობს, რომ ეს არ ყოფილა ნიკა მელიას გადაწყვეტილება, ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება და როდესაც ამ ნაბიჯს დგამდა მთავარი ოპოზიციური პარტია, მაშინ მსგავსი პრეტენზია არც ერთი მხარისგან არ არსებობდა.
ნიკა მელიასთან გახარიასთან წარმოუდგენელი ამბავია. ეს იყო ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება, ამით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თავმჯდომარე საკრებულოსი პოზიციურად არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ ის, რომ მმართველ გუნდს არ მივეცით საშუალება ისევ მოეპარა ხალხის ფული კონკრეტულ რაიონებში. მაშინ ერთი არ მოგივსმენია საპირისპირო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს დოლიძე.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, მის გუნდში აცხადებენ, რომ მუმლაძე ამ ყველაფერს წინასაარჩევნოდ ხმების მოსაზიდად თხზავს და მისი არგუმენტები სასაცილოა.