მხარე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, ვფიქრობ, მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს - ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მოწმის გამოკითხვა დასრულდება, პენიტენციურის სამსახური მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს და საქმეში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის - დასკვნის დართვას მოითხოვს.
მოწმის დაკითხვის, შემდეგ როგორც განგვიცხადეს, მხარე აპირებს შუამდგომლობის დაყენებას. შუამდგომლობა, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნის დართვასთან დავშირებით. დასკვნა ჯერ წარდგენილი და გამოქვეყნებული არ არის და პარლამენტის თავმჯდომარე, განათლებით იურისტი და პროფესიითაც იურისტი იყო, აკეთებს განცხადებას, რომ არ სჯერა "ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობის. იმდენად მიკერძოებულია ეს ყველაფერი და იმდენი უცნაურობა ხდება. არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, რას წარმოადგენენ ვნახოთ, მაგრამ, მე ვფიქრობ, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს, იმიტომ, რომ კანონდარღვევაა", - ამბობს ხაჭაპურიძე.