დასკვნის დასკვნაზე არაფერი ვიცოდი, რატი ბრეგაძის ბრიფინგიდან გავიგე - გელა ნიკოლეიშვილი
გელა ნიკოლეიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნაზე არაფერი იცოდა და ამის შესახებ ინფორმაცია, გუშინ მინისტრ რატი ბრეგაძის ბრიფინგიდან გაიგო.
ნიკოლეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მას დასკვნის დასკვნის პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე კანონდარღვევასთან გვაქვს.
საპროცესო კოდექსში არ არის მითითებული დასკვნაზე დასკვნა შეიძლება თუ არა, რაზე შეიძლება, რაზე არ შეიძლება. საპროცესო კოდექსში მითითებულია, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება საექსპერტო დასკვნის გაკეთება და წარმოდგენა დანარჩენი მოსამართლე გადაწყვეტს.
ამის პრაქტიკა მე არ მქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რარაცა კანონგარეშეა.
მე პირადად 29 დეკემბრიდან ჩავერთე ამ საქმეში და გუშინ მინისტრის ბრიფინგიდან გავიგე, რომ 8 დეკემბერს ყოფილა ეს გაგზავნილი. არ ვიცოდი. მე ვიცოდი, რომ სამხარაულში არის ერთი დასკვნის მასალები წარდგენილი. თუ არ ვცდები ეს უფრო ადრე, ოქტომბერში იქნა გაგზავნილი და თვითონ დასკვნა, ე როგორც გავიგე, პირველ დეკემბერს წარადგინა დაცვის მხარემ და როდესაც ვიკითხე, ამიტომ წარვადგინეთ ჩვენ 8 დეკემბერს", - ამბობს ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის და საქმეში არსებობს სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის დასკვნა, რომლის წარდგების შუამდგომლობასაც დღეს აპირებს დააყენოს პენიტენციურმა.