4 კანდიდატი და ერთი სავარძელი - ვინ ჩაიბარებს "ნაციონალური მოძრაობის" სადავეებს

27.01.23 20:02
4 კანდიდატი და ერთი სავარძელი - ვინ ჩაიბარებს "ნაციონალური მოძრაობის" სადავეებს

გადამწყვეტი საათები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის -  29 იანვარს გაირკვევა, ვინ  ჩაიბარებს "ნაციონალური მოძრაობის" მართვის სადავეებს.  მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჯერ არ დაწყებულა, ლევან ხაბეიშვილმა  თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. თავმჯდომარეობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ დარეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით  60% ხმას სწორედ მას მისცემს. 

გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი გეგმების შესახებ დღეს საჯაროდ ისაუბრა. 

"კომიქსების ფრიალი და პროცენტებით მანიპულირება" - ასე შეაფასეს კონკურენტებმა  ხაბეიშვილის ბრიფინგი. დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია ნიკა მელიას გუნდიც. 

კონკურენტების მხარდამჭერები ბოლო საათებს იყენებენ, რომ ამომრჩევლებს მიმართონ. ვის ანდობს მტავარი ოპოზიციური პარტიის სადავეებს ახლა  49 ათასმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები