სააკაშვილის წამება კრემლის დავალებაა - ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილები "ოცნებას"
"ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა მოკვდეს" - გავლენიანი ევროპარლამენტარების ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატების უმწვავესი შეფასებები ცნობილი დღეს გახდა.
ევროპარლამენტარები დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს "ქართული ოცნება" და პირადად ბიძინა ივანიშვილი იღებენ, ამიტომ თუ პატიმარი პრეზიდენტი მოკვდება, ისინი სრულ პასუხისმგებლობას ოლიგარქს აკისრებენ
ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკვირდებიან, დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის მიერ სააკაშვილის წამება მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება. მათ მიაჩნიათ, რომ განცხადებები, რომლებსაც მმართველი პარტიის წევრები აკეთებენ, კრემლის ენით საუბარს ჰგავს, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
"სააკაშვილის გადარჩენა არი არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს ჰუმანურობაა", - ეუბნებიან ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას".
კიდევ რა თქვეს გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა, ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.