კრიტიკა ევროპის მხრიდან, თუ მხარდაჭერა? - ოცნება" ევროსაბჭოს რეზოლუციით კმაყოფილია
კიდევ ერთი გაფრთხილება ,,ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოდან. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ უნდა შეასრულონ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატი სტატუსი მიიღოს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთი დოკუმენტი დაამტკიცა, სადაც ჩაწერეს, რომ ქვეყანაში ისევ პოლარიზაციაა, მედიაგარემო რთულია და ეს პარტნიორებისთვის შემაშფოთებელია.
ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია არის გამონაკლისი, როცა მმართველი გუნდი კმაყოფილია და დოკუმენტს ფარატინა ფურცელს არ უწოდებს. რაც სავარაუდოდ, იმით არის განპირობებული, რომ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი ნახსენები არ არის. ეს კი ივანიშვილის გუნდისთვის კმაყოფილების მთავარი პირობაა.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.