მოწმეების დაკითხვას მომდევნო კვირაში დავასრულებთ - შალვა ხაჭაპურიძე

27.01.23 19:57
მოწმეების დაკითხვას მომდევნო კვირაში დავასრულებთ - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. შემდგომი სხდომები 30 იანვარს, ასევე, პირველ და სამ თებერვალს 11 საათზე ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, აცხადებს, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვას დაცვის მხარე დაასრულებს. 

ეს ყველაფერი არის მცდელობა, გადაარჩინონ თავიანთი სახე, ანუ რამენაირად არ გაათავისუფლონ სააკაშვილი. 

ჩემი სამოსამრთლეო პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქქრობ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ,,ნიჩიის" ვარიანტს გაითამაშებს და დაუკმაყოფილებს ბრალდების მხარეს სარჩელს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს. 

მომდევნო პროცესზე ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

მოგეხსენებათ, დაინიშნა 3 პროცესი და დაცვის მხარე არ გამოვრიცხავთ, რომ დაკითხვები მოწმეების იმ კვირაში დავასრულოთ. 7 მოწმეს მოვხსნით და 5 დარჩება. - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები