არ გამოვრიცხავ, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები ყოფილიყვნენ - სააკაშვილი

27.01.23 20:31
არ გამოვრიცხავ, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები ყოფილიყვნენ - სააკაშვილი

გამორიცხული არ არის, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ - სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გერმანული ,,შპიგელთან" გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზინდეტს ჰკითხეს, ნანობდა თუ არა ის საქართელოში დაბრუნებას. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი საქართველოში დაჭერა პუტინის და რუსეთის მაღალჩინოსნების დავალება იყო. 

პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდენ, ისინი, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას
არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. Მე მინდოდა საქართველოსი დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ -  
განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

tvpirveli.ge გთავაზობთ ციტატას გერმანულ ენაზე, რომელიც გამოცემა შპიგელმა დაბეჭდა. 

Saakaschwili: Präsident Putin, sein Vorgänger Dmitrij Medwedew und Außenminister Sergej Lawrow haben nicht nur zu meiner physischen Vernichtung aufgerufen, vor allem Putin, sie haben auch gefordert, ich müsse in Georgien verhaftet und vor Gericht gestellt werden.

Kein anderes Land weltweit, außer Russland, hat die Anschuldigungen oder Urteile zu meinen Lasten anerkannt. Ich wollte nach Georgien zurückkehren, aber das Timing war unglücklich – so kurz vor Ausbruch des russischen Kriegs gegen die Ukraine. Nicht auszuschließen, dass einige der Leute, die meine Wiedereinreise nach Georgien im Oktober 2021 planten, eingeschleuste russische Agenten waren.

მსგავსი სიახლეები