ადვოკატების ფული აღარ გვაქვს, დედაჩემი ბინის გაყიდვას ფიქრობს - სააკაშვილი

27.01.23 21:07
ადვოკატების ფული აღარ გვაქვს, დედაჩემი ბინის გაყიდვას ფიქრობს  - სააკაშვილი

როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს მილიონები არ მაქვს გადამალული, დედაჩემი ბინის გაყიდვასაც ფიქრობს, - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემა "შპიგელს" კითხვაზე, რა სახსრებით ახერხებს ის ამდენი ადვოკატის ყოლას.

მესამე პრეზიდენტის განმარტებით, გიული ალასანიამ მიწა უკვე გაყიდა დ აახლა ბინის გაყიდვასაც ფიქრობს, რადგან ბრძოლის გასაგრძელებლად ყველა რესურსი ამოეწურათ. 

დედაჩემა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის. Რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. Ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ, - ამბობს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები