თუ ცოცხალი გადავრჩი, მომავალს მხოლოდ უკრაინაში ვხედავ - სააკაშვილი

27.01.23 21:13
თუ ცოცხალი გადავრჩი, მომავალს მხოლოდ  უკრაინაში ვხედავ - სააკაშვილი

თუ ცოცხალი გადავრჩი, მომავალს მხოლოდ  უკრაინაში ვხედავ, - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი შეკითხვას, როგორ ხედავს საკუტარ მომავალს. 

მესამე პრეზიდენტის თქმით, საქართველოში გარკვეული როლი უკვე ითამაშა და ახლა მოხარული იქნება, თუ  ზელენსკისთან მუშაობის შესაძლებლობა ექნება. 

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საქართველოში გადამხდა, მომავალს თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ. სმ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. Მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. Ძალიან სევდიანია იმის ყურება, როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ, - თქვა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები