გიული ალასანიას პირველი კომენტარი "შპიგელის" სკანდალურ ინტერვიუზე
"ვივა მედის" კლინიკია ცოტა ხნის წინ დატოვა მიხეილ სააკაშვილის დედამ. გიული ალასანიამ თქვა, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა.
ალასანია ასევე ეხმაურება "შპიგელის" სკანდალურ ინტერვიუს და ამბობს, რომ აღნიშნულ ინტერვიუს საზოგადოებასი დიდი სპეკულაცია მოჰყვა, თუ ვინ იგულისმებოდა სტატიაში.
მისი თქმით, ზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის [მიხეილ სააკაშვილი] არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა
„შპიგელმა“ დაბეჭდა ინტერვიუ საკმაოდ ვრცლად, რაც უკვე ძალიან დიდ ინტერესზე მეტყველებს დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაიმართა სპეკულაცია, თუ ვინ იგულისხმებოდა. აქ არ იგულისხმება არავითარი ქართველი, აქ საუბარია უკრაინაზე. რუსეთში საკმაოდ გავრცელებულია ტერმინი „იფსო“, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში, მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილას და ამბობდნენ, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელია და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, რადგან მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში, და ამ დროს ის არ უნდა ყოფლიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო რუსეთის ამოცანა, და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა. გამოკეტილი ჰყავთ უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ახორციელებს ქართული ხელისუფლების ხელით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.
მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.