გამოძიებით რაც დადგინდება, დაისჯებიან - გომელაური დავით გარეჯის ინციდენტზე

05.05.21 10:38
გამოძიებით რაც დადგინდება, დაისჯებიან - გომელაური დავით გარეჯის ინციდენტზე

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, დავით გარეჯში ივერი მელაშვილსა და ,,მთავარის" გადამღებ ჯგუფზე  თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიებით რაც დადგინდება, დაისჯებიან. 

გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, პირველ რიგში ჟურნალისტებზე და ასევე, მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე, რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად", - ამბობს გომელაური.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ დაიწყო გამოძიება  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, მინისტრი პასუხობს, რომ ჯერ კადრებს დააკვირდებიან.

რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიება, ფაქტიდან გამომდინარე. ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან და შეიძლება, ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება, არაფერი არ დაემატოს" - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს და გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მსგავსი სიახლეები