ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ეს მხარდაჭერა ციფრებში 30 ათასია - ლაშა ფარულავა
ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი და "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ხაბეიშვილს 30 ათას მხარდამჭერი ჰყავს და პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
მისი თქმით, ეს ეს კონკრეტული შრომის შედეგია.
ჩვენ 30 იანვარს, ჩვენს 30 ათას მხარდამჭერთან ერთდ, მივიღებთ იმ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ, ეს არის პირველ ტურში გამარჯვება. გვაქვს ჩვენი შტაბიდან ინფორმაცია, რომ პირველივე ტურში დიდი მხარდაჭერით გავიმარჯვებთ. ეს ეფუძნება კონკრეტულ შრომასა და წინასაარჩევნო აქტივობას, რომელმაც უზრუნველყო ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ციფრებში არის 30 ათასი გულშემატკივარი", - ამბობს ფარულავა.
ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩვენები 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
მთელი ღამე მიმდინარეობდა ფილტრაციის პროცესი სიიდან 124 დარეგისტირებული ამოიღეს. ხმის მიცემაა ელექტორნული და ფარულია.
პარტიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ლინკი უკვე განთავსებულია. ახლა 50 ათასამდე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს ხმის მიცემა თავისუფლად შეუძლია.
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი, ოთხივე მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ახლა საინტერესოა, რას გადაწვეტს ამომრჩეველი.