"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩვენები 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო
ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩვენები 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
მთელი ღამე მიმდინარეობდა ფილტრაციის პროცესი სიიდან 124 დარეგისტირებული ამოიღეს. ხმის მიცემაა ელექტორნული და ფარულია.
ხმის მიცემის პროცესი უნდა დაწყებულიყო 10 საათზე, მაგრამ ტექნიკური შეფერხების გამო ჯერ არ დაწყებულა. როგორც ვიცით, რამდენიმე წუთში ბმულიც დაიდება ენმ-ს გვერდზე. რაც შეეხება ფილტრაციას, ჯამში გაიფილტრა სულ 124 ადამიანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფილტრაციის პროცესი ჩავარდა და ვერ განხორციელდა სრულფასოვნად. ისე, როგორც ეს ჰქონდა პოლიტსაბჭოს დადგენილი. პროცესი დაიწყო საღამოს რვა საათზე და გაგრძელდა ღამის ორ საათამდე", - ამბობს ალექსანდრე მილორავა.
პარტიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ლინკი უკვე განთავსებულია. ახლა 50 ათასამდე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს ხმის მიცემა თავისუფლად შეუძლია.
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი, ოთხივე მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ახლა საინტერესოა, რას გადაწვეტს ამომრჩეველი.