უპირობოდ, ნიკა მელია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში - სოფო ჯაფარიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელია გაიმარჯვებს.
სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ამას მხოლოდ მისი პირდაპირ მოსაზრებიდან გამომდინარე კი არა საზოგადოების განწყობის მიხედვით ამბობს.
მოლოდინი და განწყობა, რა საკვირველია, პოზიტიურია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები დასრულდება ნიკა მელიას გამარჯვებით. მე ამას მხოლოდ ჩემი პოზიციიდან გამომდინარე არ გესაუბრებით. იცით, სოციალურად ვცხოვრობ და რამდენ ადამიანთან მაქვს შეხება და კომუნიკაცია. სწორედ ადამიანების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურიც არ იქნება საჭირო. უპირობოდ, ნიკა მელია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ნამდვილად ვერ გეტყვით ნიკას შემთხვევაში ვერანაირ ციფრს, მაგრამ ხალხის განწყობის საფუძველზე, მჯერა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ციფრებს ვერაფრით დავასახელებ,- აცხადებს სოფო ჯაფარიძე.