20 ივნისის საქმეზე ჩვენებას მივცემ - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის, 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცეს. შესაბამისი განცხადება ვახტანგ გომელაურმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"გავრილოვის ღამის" სისხლიან დარბევაში სუს-ის დანაყოფებიც მოანაწილეობდნენ. "ტვ პირველის" წყაროს ინფორმაციით, დარბევის შემდეგ ე.წ. წმენდის ოპერაცია სუს-მა ჩაატარა. ამ დროს კი უწყებას სწორედ გომალური ხელმძრვანელობდა.
როდის დაარეგისტრირებს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის კანონპროექტს საკანომდებლო ორგანოში, ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნული ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის.