უსაფუძვლოდ, მიხეილ სააკაშვილი არასდროს არაფერს იძახის - ნაყოფია "შპიგელის" სკანდალურ ინტერვიუზე
მიხეილ სააკაშვილის სკანდალური ინტევრიუ გემრანულ "შპიგელთან" დღის მთავარ ამბად იქცა. თუ ვის გულისხმობდა მესამე პრეზიდენტი, როცა ამბობდა, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანის უკან რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები დგანან, კობა ნაყოფია ამბობს, რომ უსაფუძვლოდ მიხეილ სააკაშვილი არასდროს არაფერს იძახის და სწორედ ის განმართავს ყველაფერს, თუ ვის გულისხმობდა.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი თავად განმარტავს ვის გულისხმობდა. არ მინდა, ჩემი ვარაუდებით ასეთ მძიმე ბრალდებებზე ვისაუბრო. კარგად მოგეხსენებათ, რომ უსაფუძვლოდ მიხეილ სააკაშვილი არასდროს არაფერს იძახის. ის საკმაოდ ინფორმირებული და დაკვირვებული ადამიანია, გამოცდილებაც საკმაოდ გააჩნია", - ამბობს ნაყოფია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.
მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.