რამდენიმე პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული, არა ჩვენი პარტიიდან, ვინაობას ვერ ვიტყვი - გიორგი პატარაია
"ნაციონალური მოძრაობის" მედიასთან ურთიერთობის მდივანი გიორგი პატარაია ამბობს, რომ არჩევნებში დაწყებაში ხარვეზი არ ყოფილა, უბრალოდ ფილტრის დაყენებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო არჩევნები 40 წუთის დაგვიანებით.
პატარაია, კობა ნაყოფიას მსგავსად ამბობს, რომ სიაში რამდენიმე პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული, რომლებიც "ნაციონალური მძრაობიდან" არ ყოფილან.
დაწყებაში ხარვეზი არ ყოფილა, უბრალოდ ეს იყო ფილტრის დაყენება, რომ არ მოხდეს არჩევნების პროცესში გარე ზეგავლება. არა "ნაციონალური მოძრაობის", თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული. სამწუხაროდ, მე ვერ გავავრცელებ დარეგისტრირებული პოლიტიკოსების ვინაობას", - ამბობს პატარაია.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არჩევნები მიმიდნარეობს. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი, ოთხივე მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ახლა საინტერესოა, რას გადაწვეტს ამომრჩეველი.