სიიდან ამოღებული იქნა 118 ადამიანი, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს - ნაყოფია
დილიდან "ნაცმოძრაობის მხარდამჭერები პარტიის ახალ თავმჯომდარეს ირჩევენ. 10 ათასამდე მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფისქირა. 40 წუთის დაგვიანებით დაწყებული პროცესი შეუფერხებლად მიდის.
პარტიაში გამართულ ბრიფინგზეე ცნობილი ხდება ერთი დეტალის შესახებ. სიის ფილტრაციის დროს ამომრჩებელთა რიგებიდან 118 ადამიანი გაცხრილეს, საიდანაც, სავარაუდოდ, რამდენიმე პარლამენტის წევრია მართველი გუნდიდან.
არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანების ერთეული შემთხვევები გაიპაროს. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. სამწუხაროდ, ეს ამბავი მათთვის არ გამოვიდა. ძირითადად, პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა ძალინ მაღალია", - ამბობს კობა ნაყოფია.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არჩევნები მიმიდნარეობს. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი, ოთხივე მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა ახლა საინტერესოა, რას გადაწვეტს ამომრჩეველი.