ჩემი თანაპარტიელებიდან ზოგიერთს უნდა რცხვენოდეს - ბოტკოველი "შპიგელის" ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

28.01.23 14:03
ჩემი თანაპარტიელებიდან ზოგიერთს უნდა რცხვენოდეს - ბოტკოველი "შპიგელის" ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ რაც გუშინ სააკაშვილის "შპიგელში" დაბეჭდილი ინტერვიუს შემდეგ მოხდა, იყო სამწუხარო.

ხაბეიშვილის ფლაგის წევრის თქმით, ზოგიერთ მის თანაგუნდელს უნდა რცხვენოდეს გაკეთებული განხადებების გამო.

ეს პირველი განცხადება არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ მას ებრძვის პუტინის რეჟიმი. და სწორედ ის პატიმრობა, ის ბრძოლა მის წინააღმდეგ, რომელიც გამართა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ტყვედ ჰყავს, ეს არის პუტინის გადაწყვეტილება და მისი დავალება. რაც შეეხება შემდგომ განცხადებებს, რომლებიც გუშინ, სამწუხაროდ, ჩემი თანაპარტიელების მხრიდან გავრცელდა, ზოგიერთ მათგანს უნდა რცხვენოდეს.ეს იყო გადაბრალება, სამარცხვინო განცხადებები, სადაც პირდაპირ სახელებს და გვარებს წერდნენ. ეს არის, ამ შემთხვევაში, არა ვანო მერაბიშვილის, არამედ "ნაციონალური მოძრაობისა" და იმ აღმშენებლობის შეურაცხყოფა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარეობდა. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ. თუნდაც ჩემი თანაგუნდელები არ უნდა ლანძღავდნენ და რეჟიმს ეძახდნენ იმ 9 წლიან მართველობას, რომელმაც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა". - ამბობს ბოტკოველი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.

მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.

 

მსგავსი სიახლეები