სიბინძურეა! ალბათ, ზარქუაც არ იკადრებს, ვინმეს ხელი დაადოს - ჩალაძე "შპიგელის" ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

28.01.23 14:17
სიბინძურეა! ალბათ, ზარქუაც არ იკადრებს, ვინმეს ხელი დაადოს - ჩალაძე "შპიგელის" ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

მიხეილ სააკაშვილის მეგობარი გიორგი ჩალაძე "შპიგელის" ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს სიბინძრეს უწოდებს.

ჩალაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მორცხვი ადამიანი არ არის და თუ ვინმეზე ცუდის ან კარგის თქმა უნდა, არ მოერიდება.

მისი თქმით, ირაკლი ზარქუაც კი არ იკადრებდა ასეთ სიბინძურეს, რაც სააკაშვილის თანაპარტიელებმა იკადრეს.

ეს არის პრეზიდენტის სახელის, კიდევ ერთხელ, ბოროტად გამოყენება. და ძალიან სწორია, რომ თავი დაანებონ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით სპეკულირებას. თუკი რამე უნდა მიშას, რომ თქვას, იტყვის პირდაპირ. თუკი ვინმეზე ცუდის ან კარგის თქმა უნდა, ეს მას არ ერიდება, არ არის მორცხვი ადამიანი. ამიტომ, ეს არის უკიდურესი სიბინძურე. ალბათ ამას ზარქუა არ იკადრებს, რომ ვინმეს ხელი დაადოს", - ამბობს ჩალაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.

მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.

მსგავსი სიახლეები