ამნისტია ნიკა მელიას თუ უნდა შეეხოს, სხვებს რატომ არ უნდა შეეხოთ? - ვახტანგ გომელაური

05.05.21 11:04
ამნისტია ნიკა მელიას თუ უნდა შეეხოს, სხვებს რატომ არ უნდა შეეხოთ? - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, ამნისტია პოლიციელებსაც უნდა შეეხოთ, რადგან მათ უფრო მსუბუქი მუხლი აქვთ წაყენებული, ვიდრე ნიკა მელიას. გომელაურის შეფასებით, ამნისტია სამართლიანი იქნება, რადგან ის მძიმე მუხლებს არ ეხება. 

როგორც შს მინისტრი, ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე არ ვთვლი, რომ უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხება. ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს მიყენებული, ნიკა მელიას თუ უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქს რატომ არ უნდა შეეხოს მაშინ, კითხვას ვსვამ, ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა, მძიმეს ისედაც არ ეხება, 117-ე მუხლს არ შეეხება და ამიტომ მე ვთვლიმ რომ სამართლიანია"- ამბობს გომელაური