სააკაშვილი აქ თავისი ნებით არ ჩამოსულა, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს და ეს გაცხადდა - ზარქუა

28.01.23 15:28
სააკაშვილი აქ თავისი ნებით არ ჩამოსულა, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს და ეს გაცხადდა - ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისი ნებით არ ჩამოსულა და ის გარკვეულმა ჯგუფებმა რევოლუციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს.

სააკაშვილი აქ თავისი ნებით არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რისთვის, ხომ გაცხადდა, რომ აქ მოეხდიონა ქაოსი, არეულობა და შემდეგ პარლამენტის პიკეტირება, შემოვარდნა. 
მათი ამოცანა იყო რევოლუციის მოწყობა, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა და მეორე ფრონტის გახსნა. დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული აი ხერხემალს რომ ეძახდნენ, იგივე მერაბიშვილი და დანარჩენებით, ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს“, - ამბობს ზარქუა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.

მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.

მსგავსი სიახლეები