ინტერვიუს გამოქვეყნება არჩევნების წინ ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ხაბეიშვილმა არ გაიმარჯვოს - დავითულიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, "შპიგელის" ინტერვიუს გამოქვეყნება არჩევნების წინა დღეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა არ გაიმარჯვოს.
დავითულიანის თქმით, მესამე პრეზიდეტმა მათ, ვინც მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს, ცელი გამოუსვა და მათ შორის არის მერაბშვილიც.
ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც, ვინაიდან, იმ ფონზე, რეებზეც აქამდე აქამდე მინიშნებით ლაპარაკობდნენ ვიღაცები, მათ შორის ბაჩო ახალიას დაჯგუფება პარტიაში და სხვები, თქვა, რომ რუსეთის ხელი ერია. შუაში არის „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიც, იმიტომ, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ამ არჩევნების წინ და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ არ გაიმარჯვოს ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.
მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.